პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიუ კოშტამ კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ BBC-ი იტყობინება.
მის რეზიდენციაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ პორტუგალიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ „შექმნილ ვითარებაში“ პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა.
ანტონიუ კოშტამ ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს, თუმცა უკანონო ქმედებების ჩადენას უარყოფს.
გამოძიება ეხება ესპანეთ-პორტუგალიის საზღვარზე, მონტალეგრეს რაიონში ლითიუმის მოპოვებაზე კონცესიების გაცემისას უკანონ ქმედებებს, მათ შორის ქრთამის აღებასა და უკანონო სარგებლის მიღებას, და ასევე ქალაქ სინიშის მახლობლად „მწვანე წყალბადის“ მოპოვებას.
მასშტაბური ჩხრეკა ჩატარდა 40 მისამართზე, მათ შორის პრემიერის რეზიდენციაში, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროებში და სხვა უწყებებში. დაკავებულია 5 ადამიანი, მათ შორის პრემიერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტორ ეშკარია, ქალაქ სინიშის მერი და რამდენიმე ბიზნესმენი.