ბოლო წუთამდე გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს, რათა შეიქმნას ვითარება, როდესაც სტატუსის არ მიღების გამო დაირაზმება ხალხი და დესტაბილიზაციის სტრატეგიული გეგმა განვითარდება, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა უკვე დიდი ხანია ჯიბით ატარებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმ დამსახურებით, რაც საქართველოს გააჩნია. ეს უნდა დაინახოს ევროკომისიამ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენება დღეს გამოქვეყნდება.