დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის ფედერაციასთან ომში უკრაინის ძლიერ მხარდამჭერებად რჩებიან. ამის შესახებ AFP იუწყება.
„დისკუსიის შედეგად, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ G7 რჩება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მომხრე. დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები კვლავ მხარს უჭერენ უკრაინას დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოკო კამიკავამ დასძინა, „მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება, მნიშვნელოვანია, რომ G7 დარჩეს ერთიანი, რათა გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი საერთაშორისო საზოგადოებას, რომ უკრაინის მხარდასაჭერად არასოდეს შეირყევა“.