სერგეი შამბა – ვიცი ერთი რამ, თუკი არსებობს კონფლიქტი, საუბარი აუცილებელია

აფხაზეთის ე.წ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ კონფლიქტის დასარეგულირებლად, აუცილებელია ქართულ მხარესთან დიალოგი. ამის შესახებ მან „სპუტნიკთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„როგორ ადამიანი, რომელიც მრავალი წელია პოლიტიკით ვარ დაკავებული, ვიყავი დიპლომატი, ვიცი ერთი რამ, რომ თუკი არსებობს კონფლიქტი, აუცილებელია საუბარი. არ მესმის მათი ლოგიკა, ვინც ამბობს, რომ კონფლიქტია და არ არის საჭირო საუბარი. ვრჩები საკუთარ აზრზე – საჭიროა საუბარი და დარეგულირების გზების ძიება. ერთი რამ სრულიად ნათელია და რათა არ დამახინჯდეს ჩემი აზრი, ეს არაერთხელ მითქვამს, რომ არსებობს საკითხები, სადაც კომპრომისი შეუძლებელია. ეს საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საკითხს. სხვა მრავალ საკითხებზე უნდა ვეძებოთ გადაწყვეტის გზები“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

საკითხთა შორის, რომელთა განხილვა საქართველოსთან არის შესაძლებელი, შამბას აზრით, არის ომის განუახლებლობის შესახებ შეთანხმება, აფხაზეთის გავლით სატრანზიტო ტვირთების გატარება, აეროპორტის მუშაობის განახლება.

„არსებით საკითხებზე აუცილებლია საუბარი. ისინი, კი, ვინც ამბობს, რომ საუბარი საჭირო არ არის, ავიწყდებათ, რომ გარკვეული სახით კონტაქტები და თანამშრომლობა არსებობს. ეს არის ენგურჰესი, ჩრდილოვანი ვაჭრობა, რომელიც აფხაზეთის ბიუჯეტის გვერდის ავლით ხდება, რადგან საქართველოსთან საზღვარზე არსებობს კონტრაბანდა და სხვა მარავალი საკითხი, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

“აიპიენი”