რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების დესტრუქციული პოლიტიკა ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების რისკს ზრდის.
„ამერიკის შეერთებული შტატების დესტრუქციული პოლიტიკის ბუნებრივი შედეგი არის გლობალური უსაფრთხოების გაუარესება. ატომური, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების რისკი იზრდება“, – განაცხადა პატრუშევმა.
მისი მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა კი შეერთებული შტატები, იარაღის კონტროლის საერთაშორისო რეჟიმს ძირს მიზანმიმართულად უთხრიან.