საქართველომ გადადგა ნაბიჯები, რათა გაეძლიერებინა თანამშრომლობა ევროკავშირთან და გაზარდა რეფორმების ტემპი უკანასკნელ თვეებში, რათა უპასუხოს 12 რეკომენდაციას, რომლებიც იყო იდენტიფიცირებული საქართველოს წევრობის განაცხადში, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.