სახელმწიფოდ ფორმირების დღიდან შეერთებული შტატები მილიტარიზმის ცენტრად იქცა

სახელმწიფოდ ფორმირების დღიდან შეერთებული შტატები მილიტარიზმის ცენტრად იქცა. მილიტარიზმი ართმევს ამერიკულ საზოგადოებას უზარმაზარ მატერიალურ რესურსებს (დღეში დაახლოებით 500 მილიონ დოლარს). შტატების პოლიტიკურ ელიტას სახელმწიფოს შეიარაღებისთვის და შეიარაღების განვითარებისთვის მოღვაწეობა ნომერ პირველ ამოცანად აქვს მიჩნეული, სწორედ ამიტომაც მათ შეძლეს მილიტარიზმის სამსახურში ჩაეყენებინათ კაცობრიობის გრანდიოზული მიღწევები. დღეს კი ამერიკული მილიტარიზმი სასიკვდილო საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. 80-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე აშშ-ს ხელმძღვანელობის პოლიტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს ვ.ი.ლენინის მიერ გამონათქვამს, რომ იმპერიალიზმი მშვიდობის ნაკლებობით და თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლით გამოირჩევა.

მილიტარიზმი გახდა მამოძრავებელი ძალა, ვაშინგტონის თვითკმარი საშუალება, საზღვარგარეთ აშშ-ის ჰეგემონური მიზნების მისაღწევად ბრძოლაში. ისტორიული პროცესის შებრუნების მიზნით, აგრესიული იმპერიალისტური ძალები ცდილობენ ხელი შეუშალონ მსოფლიო ვითარების გაუმჯობესებას, შეცვალონ მშვიდობა ომით, შეარყიონ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ერთადერთი გონივრული საფუძველი – მშვიდობიანი თანაცხოვრება.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი