ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ღაზაზე სახმელეთო შეტევის დაწყების შემდეგ „ჰამასის“ 130 გვირაბი გაანადგურეს.
„გვირაბებში აღმოჩენილი წყალი მიუთითებს „ჰამასის“ მზადყოფნაზე ხანგრძლივი ყოფნისთვის მიწისქვეშეთში“, – ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.
ისრაელმა ღაზაზე შეტევა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ დაიწყო, რა დროსაც ისრაელში 1400 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
IDF-მა ასევე დაადასტურა კიდევ ერთი ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. სახმელეთო ოპერაციის შეტევის დროს დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.
„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის საპასუხო დარტყმების დაწყების შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 10,569-მდე გაიზარდა.