აფხაზეთის შ.ს. მინისტრი აფხაზეთში 7 შეიარაღებულ პირს ეძებს, სოხუმისკენ ყველა გზა ჩაკეტილია – რუსული მედია

აფხაზეთში გულრიფშის რაიონში 7 შეიარაღებულ პირს ეძებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია  აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრ რობერტ კიუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ადგილობრივმა მონადირეებმა სოფელ აზანტასთან უცხოური იარაღით შეიარაღებული 7 ადამიანი დაინახეს. სოხუმისკენ მიმავალი ყველა გზა ჩაკეტილია.

„გულრიფშის რაიონის სოფელ აზანტასთან ადგილობრივმა მონადირეებმა დაინახეს შვიდი შეიარაღებული პირი ყოველგვარი საიდენტიფიკაციო ნიშნის გარეშე. ისინი უცხოური იარაღით იყვნენ შეიარაღებული, სავარაუდოდ M-4 შაშხანები ჰქონდათ, ეცვათ შავი ფორმები, ნიღბები, ჩაფხუტები, კარგად ეკიპირებულები იყვნენ. მათ ჰქონდათ დრონიც, რომელიც ტერიტორიაზე დაფრინავდა“