ღაზაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა აჩვენებს, რომ რაღაც აშკარად არასწორადაა ისრაელის სამხედრო ოპერაციებში – ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა აჩვენებს, რომ რაღაც აშკარად არასწორადაა ისრაელის სამხედრო ოპერაციებში.

„არის დარღვევები „ჰამასის“ მხრიდან, როდესაც ადამიანებს ფარად იყენებენ. მაგრამ როდესაც უყურებ სამხედრო ოპერაციების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობას, აშკარად რაღაც არასწორადაა.

ასევე, მნიშვნელოვანია ისრაელს გავაგებინოთ, რომ ისრაელის ინტერესებს ეწინააღმდეგება, როდესაც ყოველდღე ვხედავთ პალესტინელი ხალხის დრამატული ჰუმანიტარული საჭიროებების საშინელ სურათს. ეს არ ეხმარება ისრაელს გლობალურ საზოგადოებრივ აზრთან მიმართებაში“, – აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.