მოხარული ვარ ემანუელ მაკრონთან შეხვედრით. გვჯერა, საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს თავის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ტვიტერის გვერდზე წერს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მადლიერია საქართველოს ევროკავშირის გზაზე პრეზიდენტ მაკრონის მხარდაჭერისთვის.
„გვჯერა, საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს თავის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რაც დაგვეხმარება გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე წარმატებით წინსვლაში“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.