უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 ნოემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7048 ლარი ეღირება, ევრო – 2.8914 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3237 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7025 ლარი ღირდა, ევრო – 2.8825 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3119 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 10 ნოემბერს ამოქმედდება.

და ბოლოს, დღეს 1 ლარი 34,03 რუსულ რუბლს შეადგენდა.