ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი არ ცდილობს ღაზას სექტორის დაპყრობას, ოკუპაციას ან მართვას „ჰამასთან“ ომის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ამერიკულ მედიასაშუალება Fox News-ს განუცხადა.
ჩვენ არ ვცდილობთ ღაზას დაპყრობას, ჩვენ არ ვცდილობთ ღაზას ოკუპაციას და არ ვცდილობთ ღაზას მართვას”, – თქვა მან და დასძინა, „ისრაელი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმა, რომლის დროსაც „ჰამასმა“ დაახლოებით 1400 ადამიანი მოკლა და 200-ზე მეტი გაიტაცა, აღარ განმეორდება“.
„ასე რომ, ჩვენ უნდა გვყავდეს სანდო ძალა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შევა ღაზაში და გაანადგურებს მტერს, რადგან ეს არის ის, რაც ხელს შეუშლის „ჰამასის“ მსგავსი დაჯგუფებების ხელახლა გაჩენას“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.