აშშ ადასტურებს, რომ იემენელმა მეამბოხეებმა ამერიკული დრონი ჩამოაგდეს

პენტაგონმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ იემენელმა მეამბოხეებმა იემენის სანაპიროსთან ამერიკული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ეს არ არის პირველი MQ9 Reaper – სათვალთვალო დრონი, რომელიც „ჰუთის“ მიერ იქნა ჩამოგდებული.

„თავდასხმა არის იმ ბოლო სერიიდან, რომელიც რეგიონში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განხორციელდა. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები ცდილობენ ისარგებლონ ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომით“, – აცხადებენ პენტაგონში.

10 ნოემბერს გვიან ღამით გამოიყენა ორი F-15 გამანადგურებელი სირიის შიგნით საბრძოლო მასალის საცავზე თავდასხმისთვის.