ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატარელ კოლეგას უთხრა, რომ ისრაელ-ჰამასის ომის გაფართოება გარდაუვალია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა თავის კატარელ კოლეგას შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის უთხრა, რომ ისრაელ-ჰამასის ომის გაფართოება გარდაუვალია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Times of israel-ი ავრცელებს.

„ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის ინტენსივობის გაზრდის გამო, ომის მასშტაბების გაფართოება გარდაუვალი გახდა“, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

„ირანი და მისი მოკავშირეები ლიბანში, იემენში, სირიასა და ერაყში რეგიონული ომის დაწყებით იმუქრებიან“, – წერს ისრაელის მედია.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელს თავს მოულოდნელად დაესხა, მოკლეს 1400 ადამიანი, ხოლო 200-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.

ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასის“ საბოლოო განადგურებამდე არ გაჩერდება.