დაფინანსების შეფერხების გამო აშშ იძულებულია უკრაინაში სამხედრო დახმარების ნაკადი შეზღუდოს. ამის შესახებ უკრაინული მედია პენტაგონის ვიცე-სპიკერ საბრინა სინგზე დაყრდნობით იტყობინება.
„ჩვენ იძულებული გავხდით ეს გადაწყვეტილება მიგვეღო“, – აცხადებს სინგი.
მისივე თქმით, მოკავშირეები და პარტნიორები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერა.
„თქვენ ნახეთ დახმარების პაკეტი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ გასულ კვირას. ჩვენ გავაგრძელებთ პაკეტების მიწოდებას, ისინი უბრალოდ უფრო მცირე იქნება. ამიტომ, ვთხოვთ კონგრესს, მიიღოს მოთხოვნა დამატებითი ასიგნებების შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა გამოგზავნა, რათა გავაგრძელოთ უკრაინის საჭიროებების დაკმაყოფილება ბრძოლის ველზე“, – აცხადებს სინგი.