Ქართული ფეხბურთის რუსი ლეგენდები

Რამდენიმე დღის წინ, ქართულ სპორტულ პრესას ვეცნობოდი და გული ჩამწყვიტა ერთმა ინფორმაციამ – თბილისის დინამოს პერსონალს მთელი სამი თვე არ ქონია ხელფასი აღებული… მოკლედ რომ ითქვას, სამარცხვინო ფაქტია. Ორმაგად სამარცხვინოა, როდესაც კლუბის მფლობელი ბატონი ფიფია მილიონერი გახლავთ და სამმაგად სამარცხვინოა, როდესაც საბჭოთა და მსოფლიო ბრენდს ეხება აღნიშნული მოცემულობა. Არადა დრო იყო თბილისელები ევროპულ ასპარეზს აზანაზარებდნენ და მის აღმშენებლობაში ლომის წვლილი აქვთ უცხოელ მოთამაშეებს თუ მწვრთნელებს შეტანილი. Უცხოელიო წამომცდა, დიახ, რუსი მწვრთნელების კაშკაშა პლეადა მუხლმოდრეკილი იღწვოდა იმ ე.წ ბნელ წლებში ქართული გუნდის წარმატებისთვის. Მოდით უბრალოდ გავიხსენოთ ქართული ფეხბურთის ზეობის ხანა.

Უტყუარი ფაქტი გახლავთ, რომ 1935 წლიდან 1976 წლამდე, მხოლოდ 21 სეზონის მანძილზე, თბილისელებს ქართველი სპეციალისტები ედგნენ სათავეში. Დარჩენილი პერიოდი კი რუსები…

20 იან წლებიდან საბჭოთა საფეხბურთო მოედნებზე, მიხაილ იაკუშინის სახელი უკვე ლეგენდა იყო. Როგორც ამბობენ მას სახალხო კომისართან ლავრენტი ბერიასთან საქმიანი ურთიერთობა გააჩნდა. 1945 წლის ოქტომბერში, როგორც თავადვე იაკუშინი იხსენებს, ის კრემლში გამოიძახეს და ახალგაზრდა მოსკოვის დინამოს მწვრთნელი მალენკოვის და ბერიას წინაშე წარსდგა. Ბერიამ თვალი თვალში გაუსწორა იაკუშინს და მიუგო:
-     Ლონდონიდან დეპეშა მოვიდა. Ინგლისის ფეხბურთის ფედერაციას სურს საბჭოთა კლუბის მიწვევა ამხანაგური თამაშებისთვის. Მე და ამხანაგ მალენკოვს მიგვაჩნია, რომ თქვენი გუნდი უნდა წავიდეს და რას იტყვით ?
Მიხაილ იაკუშინმა თანხმობა განაცხადა და უკვე ნოემბრის თვეში ფურორი მოახდინა ბრიტანულ კლუბებთან დაპირისპირებისას…
Ლავრენტი პავლეს ძე ფეხბურთის დიდი მოყვარული გახლდათ. Ერთი სიტყვით მის საღ თვალს არ გამორჩა მოსკოვური კლუბის წარმატებები და მისი ჩაწოდებით, იაკუშინი თბილისის დინამოში იქნა გამწესებული.
Აი როგორ იხსენებს რუსი მწვრთნელი ქართულ კლუბს…
-     1952 წელს ბრინჯაოს მედლები ავიღეთ ქართულმა გუნდმა. 1953 წლის დასაწყისისთვის ბიჭები შევკრიბე და ერთმანეთს სიტყვა მივეცით, რომ მომავალ სეზონს ოქროთი დავასრულებდით. Ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. Იმ წელს სპარტაკი ორჯერ დავამარცხეთ. Წაგება შორს იდგა ჩვენგან და თბილისელი გულშემატკივარიც ნანატრ ოქროს ელოდა… სულ რაღაც სამი თამაში რჩებოდა ჩემპიონატის დასრულებამდე, რომ შემოდგომაზე, რატომღაც მოსკოვის დინამოში გადამიყვანეს. Სინანულით დავტოვე თბილისი და რამდენიმე დღეში ავტოქარხნის სტადიონზე ყოფილი შეგირდების მატჩს მოსკოვის ტორპედოს წინააღმდეგ, თვალს როგორც ნეიტრალური მაყურებელი ვადევნებდი. Მიხაროდა. Ქართველები 2:1 ამარცხებდნენ მასპინძლებს და მოულოდნელად ყველასთვის, სტადიონზე ტორპედოს გულშემატკივარი შეიჭრა. Შეხვედრა ჩაიშალა. Საკავშირო ფეხბურთის ფედერაციაში, რაღაც მანქანებით ტორპედოს ხელმძღვანელობამ გადათამაშება გამოსძალა საშეჯიბრო კომიტეტს და ამჯერად იმარჯვა 4:1 … ასე ააცალეს თვალსა და ხელს შუა საქართველოს სსრ-ს ოქროს მედლები…

Მოგეხსენებათ მიხაილ იაკუშინი საბჭოურ ნაკრებსაც წვრთნიდა და სულ რაღაც 10 წელიც არ იყო გასული 1953 წლიდან, რომ მოსკოვში, სსრკ ფეხბურთის ფედერაციაში, ტელეფონის ზარი აწკრიალდა. Რეკავდნენ თბილისიდან. Საქართველოს სსრ სპორტკომიტეტის ხელმძღვანელობამ მიხაილ იაკუშინს მეორედ შესთავაზა თბილისის დინამოს სათავეში ჩადგომა. Მეორე დილით, პირველი რეისით იაკუშინი უქვე საქართველოს დედაქალაქში იყო.
Როგორც სპეციალისტი იხსენებს, ადგილობრივი გულშემატკივარი მას თბილად შეხვდა. Ქართველები მას როგორც ძლიერ პიროვნებას ისე იცნობდნენ და აფასებდნენ. Პირველივე ვარჯიშის შემდეგ, მწვრთნელმა ფეხბურთელებიდან მოედანზე ილია დათუნაშვილი დატოვა და უთხრა:
-     Ილია, მოკიდე ბურთებით სავსე ბადეს ხელი და კუთხური ალამისკენ წაიღე. Დავიწყოთ ვარჯიში და ვუჩვენოთ ყველას, რომ მხოლოდ კიეველ ლობანოვსკის არ შეუძლია ხმელი ფოთოლის შესრულება.
Იმ პერიოდის ქართველ ფეხბურთელებს, რუსი მწვრთნელი დიდი სიყვარულით და მოწიწებით იხსენებს. Სპეცილიასტი ამაყად აღნიშნავს, რომ თბილისელი სპორტსმენები კმაყოფილი იყვნენ კროსით.
-     Თბილისელები საკმაოდ ძველი სქემით, ეწ დაბლ ვეს ტაქტიკით თამაშობდნენ. Პირველი რაც მათ ვუთხარი იყო: – ბიჭებო, მოდით გადავიდეთ 4+2+4 ტაქტიკაზე. Მეც თქვენსავით მიყვარს ფინტები, დრიბლინგი. Თავადაც ფორვარდი ვიყავი, მაგრამ არ გვინდა ბურთის თრევა და დაღეჭვა. Მოატყუე მეტოქე ? გამოჩნდა სივრცე, გაეცი პასი და მივიღებთ უპირატესობას მოედანზე. Უსიტყვოდ აღასრულეს ჩემი მითითება. – იხსნებს იაკუშინი.
Იაკუშინის მეორედ მოსვლას დინამოში, პირველივე სეზონზე ბრინჯაო მოყვა. 1963 წელს კი მეხუთე ადგილი იკმარეს. 1964 წლის დასაწყისისთვის კი კლუბმა სეზონში ნანატრი ოქროს მოპოვება დაგეგმა, მაგრამ მოულოდნელად გუნდი რუსმა დატოვა და მოსკოვში დაბრუნდა. Მიზეზი ? მიხაილი იყო უკომპრომისო პიროვნება და არაფერს თმობდა. 1964 წლის სეზონის დაწყებამდე, თბილისში ამხანაგური მატჩი დაგეგმა მოსკოველი თანაკლუბელების წინააღმდეგ. Სპორტკომიტეტში სასპარინგო არენად ,,ბურევესტნიკის,, სტადიონი აირჩიეს. Მწვრთნელმა ,,დინამოზე,, თამაში ითხოვა, რაზეც ცივი უარი მიიღო. Ჩაალაგა ჩემოდანი, დაემშვიდობა საქართველოს და იმ წელს მისი მომზადებული თბილისური კლუბი სსრკ ჩემპიონი გახდა.

Მიხაილ იაკუშინი თავის მოგონებებში ხოტბას ასხამს ქართული საბავშვო ფეხბურთის განვითარებას 60 იანი წლებიდან. Მესამედ თბილისში მოსვლისას, მან ქუთაისელთა რიგებიდან ოთარ გაბელიას, თამაზ კოსტავას და რამაზ შენგლიას გადმოყვანზე დაიწყო საუბარი. Ნოდარ ახალკაცთან და სერგო კუტივაძესთანაც მეგობრობდა რუსი მწვრთნელი და კიდეც შეთანხმდენ. Მომავალში იგეგმებოდა თენგიზ სულაქველიძეთი თბილისელთა გაძლიერება, მაგრამ უარი მიიღო დედაქალაქურმა გრანდმა.
-     Მივხვდი, რომ ქართულ დინამოს ახალი სისხლით გაძლიერება სჭირდებოდა. Მე უკვე აღარ წავადგებოდი მას და გუნდიდან წასვლის განცხადება დავწერე. Ქართველებმა მოსკოვში გამგზავრებამდე რჩევა მკითხეს, თუ ვინ წარუძღვებოდა მომავალში მათ ფლაგმანს. Არც დავფიქრებულვარ და ნოდარ ფარსადანოვიჩს გავუწიე რეკომენდაცია. Შეიძლება დამიჯერეს და მართლაც 1976 წლიდან ახალკაცმა ჩაიბარა გუნდი. Მიხარია, რომ არჩევანში არ შევცდით. Მან ულევი სიხარული მოუტანა პატარა რესპუბლიკას.
1964 წლის გაზაფხულზე, საქართველოს სპორტკომიტეტი საგონებელში ჩავარდა. Თბილისელები უმწვრთნელოდ ხვდებოდნენ ახალ სეზონს. Თათბირის დროს, ვიღაცამ გავრილ კაჩალინის კანდიდატურა დაასახელა. Ლეგენდარული რუსი მწვრთნელი მაშინ უკლუბოდ იყო და მოსკოვში საკმაოდ მორიდებულად, ოროთახიან ,,ხრუშჩოკვაში,, ცხოვრობდა. Მისი ქალიშვილი ელენა კაჩალინა იხსენებს:

-     Თბილისიდან ზარის შემდეგ, მამა დაფიქრდა და გამოგვიცხადა, რომ საქართველოში მივემგზავრებოდით. Არ ვიცი, რატომ, მაგრამ პირველი ვარჯიშების შემდეგ, ადგილობრივები მას სკეპტიკურად შეხვდნენ. Არ მოწონდათ, მაგრამ როგორც კი პირველი მოგეგებით აივსო ქართული კლუბის ყულაბა, უკვე ბინიდან გასვლა გაუჭირდა მამას. Ქუჩაში მას ცნობდნენ, პატივს სცემდნენ, რესტორანში ეპატიჟებოდნენ. Გავრილ კაჩალინი გლეხის ოჯახიდან იყო, მაგრამ მანერები არისტოკრატიული გააჩნდა. Არ უყვარდა ბიწსიტყვაობა. Პირიქით, თუ ვინმეს რამე ვარჯიშის ან თამაშის დროს შეეშლებოდა, დინჯად მიმართავდა და ურჩევდა მომავალში სხვანაირად მოქცეულიყო. Ამაყი ვიყავით, რომ მას ქართველებმა ფეხბურთის მაესტრო შეარქვეს. Ტაშკენტში, მოგების შემდეგ, ის საქართველოს ლამის ეროვნულ გმირად იქცა. Მიუხედავად ამისა, რჩებოდა წყნარ ადამიანად. Მამას ქართველები ძალიან უყვარდა. Მათაც უყვარდათ ის და 70 იანებში კვლავ დაუძახეს თბილისში სამუშაოდ.

Ელენა კაჩალინას გადმოცემით, ერთხელ სსრკ ნაკრებში კაჩალინმა კახი ასათიანი გამოიძახა. Მის მეუღლეს კი პირობა ჩამოართვა, რომ ყოველდღე წერილს მიწერდა კახის. Გავრილ კაჩალინს მიაჩნდა, რომ მყარი, ფსიქოლოგიური ფაქტორი განაპირობებდა, როგორც მწვრთნელის, ასევე ფეხბურთელის წარმატების ფაქტორს.

Ნახევარ საუკუნეზე მეტია გასული. Ეს ხომ მთელი ეპოქაა. Თუმცა რატომღაც იმ პერიოდის ქარტეხილებს, დღევანდელი ე.წ ქართული ვითომ დემოკრატიული ჟურნალისტიკა არც იგონეს. Გამოსავალს დღემდე ეძებენ ქართულ ფეხბურთში, თუმცა უშედეგოდ. Ალბათ, სსრკ ჩემპიონატის ახალი ფორმით აღდგენაა საჭირო ? ხომ არ აჯობებს, ვიფიქროთ ამაზე…

Თბილისის ,,დინამოში,, რუსი მწვრთნელებიდან პირველი პიონერი, საბჭოთა ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა სოკოლოვი იყო, რომლის თაოსნობით ქართველებმა 1937 წლის სსრკ თასის ფინალამდე მიაღწიეს, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა.

Ბექა კვიციანი