კანადაში ებრაულ სკოლას ცეცხლი გაუხსნეს – მსგავსი ინციდენტი ერთი კვირის განმავლობაში მეორედ მოხდა

კანადის ქალაქ მონრეალში მდებარე ებრაულ სკოლას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

მსგავსი ინციდენტი ერთი კვირის განმავლობაში მეორედ მოხდა, პოლიციამ სკოლის კარებზე ტყვიის ნახვრეტები და ქუჩაში რამდენიმე მასრა აღმოაჩინა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

მიმდინარეობს გამოძიება.