ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ობიექტებზე და მასთან დაკავშირებულ დაჯგუფებებზე დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
მისი თქმით, დარტყმები ერაყსა და სირიაში აშშ-ის კონტინგენტზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ მოხდა. ოსტინის თქმით, ობიექტები ქალაქ აბუ-კამალის და მაიადინის მახლობლად მდებარეობდა.
ამის შემდეგ ტელეკომპანია Al Mayadeen-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიაში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე დარტყმები განხორციელდა. „სამი კამიკაძე დრონით სირიის ჰასაკას პროვინციაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე დარტყმა მოხდა“, – იუწყება ტელეარხი. ასევე დარტყმის ობიექტი სირიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ამერიკული ბაზაც გახდა.
ბოლო კვირებში სირიასა და ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე 40-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა. 45 ამერიკელი სამხედრო დაშავდა.
სირიასა და ერაყში ამჟამად 900 და 2500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.