მწირი ინფორმაციები – რა უნდოდა ჯორჯ კენტს გახარიასგან

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტმა შეხვედრაზე, რომელიც 30 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა – იუწყება პრემიერმინისტრის პრეს-სამსახური.

სამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ ორპარტიულ მხარდამჭერ აქტზე, რომელიც პრემიერმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების უმაღლესი დონის კიდევ ერთ დადასტურებად შეაფასა.  შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას, ასევე – საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს. აღინიშნა საერთაშორისო მექანიზმებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობა ადგილზე მშვიდობის უზრუნველყოფაში.

შეხვედრას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსი ლიზ ზენტოსი, ხოლო საქართველოს მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და დაესწრნენ.

გაუთავებელი შეხვედრები ამერიკელ ჩინოვნიკებთან ადგილიდან ვერ ძრავს საქართველოს მთლიანობის დაძლევის პროცესს, სავარაუდოდ, არც არაფერი შეიცვლება. ამერიკელები მხოლოდ იმაზე შფოთავენ, რომ საქართველომ რუსეთთან არ გამონახოს საერთო ენა.