საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია.
„დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის მხარდაჭერის ერთიანი გზავნილი გააჟღერეს. უკრაინა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი ვალდებულებით არ დავიღლებით. მე ვმუშაობ ჩვენი მომავალი უსაფრთხოების ვალდებულებებზე ევროკომისიის დავალების შესაბამისად“, – აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.