მედია: „ჰამასის“ შეიარაღებულმა ფრთამ განაცხადა, რომ მზად არის, გაათავისუფლოს 70-მდე ქალი და ბავშვი ისრაელთან ხუთდღიანი ზავის სანაცვლოდ

„ჰამასის“ შეიარაღებულმა ფრთამ განაცხადა, რომ მზად არის, გაათავისუფლოს 70-მდე ქალი და ბავშვი ისრაელთან ხუთდღიანი ზავის სანაცვლოდ. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

„ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის წარმომადგენლის, აბუ უბაიდას თქმით, ზავი უნდა მოიცავდეს ცეცხლის სრულ შეწყვეტასა და ჰუმანიტარული დახმარების დაშვებას ღაზის სექტორში.

აბუ უბაიდამ ისრაელის ხელისუფლება დაადანაშაულა გარიგების გაჭიანურებაში.