საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სნაიპერებად მსახურობდნენ, რუს ჯარს ჩაბარდა. მათი დაკითხვის ამსახველი ვიდეომასალა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა (ვიდეო ქვევით).
ორივე დაკავებული უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-2 საერთაშორისო ლეგიონში კონტრაქტით მსახურობდა. საქართველოს მოქალაქეების გარდა, ლეგიონში შედიან პოლონელები, ბრიტანელები, ამერიკელები, ბრაზილიელები, ესპანელები და ფრანგები.
გიორგი ჩუბეტიძე უკრაინის უშიშროების სამსახურმა 2023 წლის მარტში აიყვანა, რა დროსაც იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენისთვის.
გიორგი გეგლიძე გერმანიაში აიყვანეს. ორივემ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
საკონტრაქტო ჯარისკაცებმა სამთვიანი სასწავლო კურსი გაიარეს ტერნოპოლის მე-2 საერთაშორისო ლეგიონის ბაზაზე, მათ ავარჯიშებდნენ ინსტრუქტორები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და კანადადან. გარდა სამედიცინო, ტაქტიკური და სახანძრო მომზადებისა, დიდი ყურადღება დაეთმო დაქირავებულთა ფსიქოლოგიურ მომზადებას. მათ 300-300 დოლარს დაჰპირდნენ თითო რუსი სამხედროს მოკვლისათვის.
პატიმრების თქმით, ბევრმა დაქირავებულმა მძიმე დანაშაული ჩაიდინა სამშობლოში და მართლმსაჯულებას უცხოურ ლეგიონში ემალება. მათ შორის ბევრია ნარკომანი, რაც გავლენას ახდენს მათ ქცევაზე და სამსახურის შესრულებაზე.
საქართველოს ტყვედ ჩავარდნილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ უცხოური ლეგიონის დაქირავებულები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგით სამხედრო მოსამსახურეებს არ სწყალობენ. მათ იციან შემთხვევები, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობა დახვრიტეს ყალბი საბაბით, ასევე უკრაინის არმიის პერსონალი ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის გამო.
ორივე სნაიპერი პოზიციისკენ მიმავალ გზაზე დაატყვევეს. ისინი დათანხმდნენ რუსი სამხედრო მოსამსახურეების შეთავაზებას ჩაბარების შესახებ და დაყარეს იარაღი.
10 ნოემბერს უკრაინელმა სამხედრო ტყვემ ვიტალი გურინმა თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფში, რომელშიც ის მსახურობდა, პერსონალის 80% კრიმინალი იყო.
მანამდე სევასტოპოლში დივერსანტის იმპროვიზირებული სადამკვირვებლო პუნქტი აღმოაჩინეს.
დაკითხვის ვიდეო იხილეთ ბმულზე: