დღეს თელავში რთველის საკოორდინაციო საბჭო გაიხსნება

სოფლის მეურნეობის მინისტრი თელავში დღეს რთველის საკოორდინაციო შტაბს გახსნის. შეხვედრაზე განიხილავენ 2020 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხებს.

ბოლო წლების განმავლობაში, რთველი სუბსიდიის სახით მხარდაჭერის გარეშე წარმატებით ტარდებოდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ ღვინის ინდუსტრია ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებს ღვინის მხოლოდ ის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოყვანილ არანაკლებ ათასი ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.

“იმედინიუსი”