სი ძინპინი ვიზიტით ამერიკაში ჩავიდა – Reuters

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამერიკას ეწვია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს ჩინეთის ლიდერის პირველი ვიზიტია აშშ-ში.

სი ძინპინი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სან ფრანცისკოში შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრებიან.