პალესტინის ხელისუფლება: ალ-შიფას დარბევა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია

პალესტინის ხელისუფლების განცხადებით, ღაზას სექტორში, ჰოსპიტალ ალ-შიფას დარბევა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„ალ-შიფას დარბევა, ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“, – აცხადებს პალესტინის ხელისუფლების (PA) ჯანდაცვის მინისტრი მაი ალ-კაილა.

„პალესტინის ხელისუფლება მართავს ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს გარკვეულ ნაწილს, რომელიც სრულად არ არის ისრაელის კონტროლს ქვეშ. აღნიშნულ ტერიტორიაზე დომინირებს „ჰამასის“ მეტოქე მოძრაობა „ფათაჰი“, – წერს მედიასაშუალება.

ალ-შიფა არის ყველაზე დიდი საავადმყოფო ღაზაში. ისრაელიც და აშშ-ც ამტკიცებენ, რომ „ჰამასს“  აქვს ბაზა ჰოსპიტალში, რასაც „ჰამასი“ უარყოფს.