კატარის შუამავლები აგრძელებენ მოლაპარაკებებს „ჰამასსა“ და ისრაელს შორის შეთანხმებაზე, რომელიც მოიცავს დაახლოებით 50 მშვიდობიანი მოქალაქის გათავისუფლებას ღაზიდან, სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, – ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.
შეთანხმება, რომელიც განხილვის პროცესშია და კოორდინირებულია აშშ-თან, ასევე ითვალისწინებს რამდენიმე პალესტინელი ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას ისრაელის ციხეებიდან და ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობის გაზრდას ღაზაში.
„როიტერის“ ცნობით, „ჰამასი“ დათანხმდა შეთანხმების ზოგად მონახაზს, თუმცა ისრაელი არ დათანხმდა და კატარი ჯერ კიდევ აწარმოებს მოლაპარაკებებს დეტალებზე. უცნობია, რამდენ პალესტინელ ქალსა და ბავშვს გაათავისუფლებს ისრაელი ციხეებიდან განსახილველი შეთანხმების ფარგლებში.
როგორც მედია წერს, კატარს, რომელსაც გააჩნია ამბიციური საგარეო პოლიტიკური მიზნები, აქვს პირდაპირი კომუნიკაციის ხაზი „ჰამასთან“ და ისრაელთან. ასეთი გარიგება მოსთხოვს „ჰამასს“, წარადგინოს ღაზაში დარჩენილი ცოცხალი მძევლების სრული სია.