ტოკიოში, ისრაელის საელჩოსთან მანქანა ბარიკადს შეეჯახა, ავტომობილის საჭესთან მჯდომი კაცი დააკავეს.
როგორც მედია წერს, შემთხვევის შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა. იყო თუ არა სამიზნე საელჩო ჯერჯერობით უცნობია.
ისრაელის საელჩოს ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ბოლო კვირების განმავლობაში, ისრაელის საელჩოებთან მთელ მსოფლიოში, მათ შორის ტოკიოში, პალესტინელების მხარდამჭერთა რამდენიმე დემონსტრაცია გაიმართა ისრაელის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვის წინააღმდეგ. საელჩოს მახლობლად მდებარე ქუჩა იაპონიის პოლიციამ გადაკეტა.