სი ძინპინი დიქტატორია – როგორ ხსნის ამ სიტყვებს ჯო ბაიდენი

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს „დიქტატორი“ უწოდა.

ჩინელ კოლეგასთან გამართული სამიტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა, თვლის თუ არა ის, რომ სინ ძინპინი დიქტატორია, რაზედაც ჯო ბაიდენმა უპასუხა:

„არის. ის არის დიქტატორი იმ გაგებით, რომ არის კაცი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას“, – განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ ჩინეთის მთავრობა სრულიად განსხვავდება აშშ-ის მთავრობისგან.

ბაიდენი აცხადებს, რომ ორი ლიდერი შეთანხმდა ფენტანილის ნაკადის შეზღუდვაზე, სამხედრო კომუნიკაციის აღდგენასა და ხელოვნურ ინტელექტზე ერთობლივ მუშაობაზე.