ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ინსტიტუციების რეიტინგში ქართული ჯარი ლიდერობს.
მოწონების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა საპატრიარქო, ხოლო მესამეზე – პოლიცია.
კითხვაზე, როგორია თქვენი აზრი ჩამოთვლილ თითოეულ ინსტიტუტზე, გამოკითხულ ინტერვიუერთა პასუხები ამგვარად ნაწილდება:
? საქართველოს ჯარი პირველ ადგილზეა და მას დადებითად აფასებს 77% , უარყოფითად – 16%
? საქართველოს საპატრიარქო – დადებითად 71%, უარყოფითად 21%
? პოლიცია – დადებითად 67%, უარყოფითად 28%
? ადგილობრივი ხელისუფლება – დადებითად 61%, უარყოფითად 34%
? განათლების სისტემა – დადებითად 59%, უარყოფითად 36%
? ქართული მედია – დადებითად 58%, უარყოფითად 35%
? პრემიერ-მინისტრის ოფისი – დადებითად 49%, უარყოფითად 41%
? ცენტრალური საარჩევნო კომისია – დადებითად 41%, უარყოფითად 44%
? პრეზიდენტის ოფისი – დადებითად 41%, უარყოფითად 47%
? პროკურორის ოფისი – დადებითად 40%, უარყოფითად – 35%
? სასამართლოები – დადებითად 40%, უარყოფითად 44%
? ეროვნული ბანკი – დადებითად 39%, უარყოფითად 43%
? საქართველოს პარლამენტი – დადებითად 38%, უარყოფითად 56%
? პოლიტიკური პარტიები – დადებითად 37%, უარყოფითად 52%
? სავაჭრო კავშირები – დადებითად 31%, უარყოფითად 27%