;ლენტეხის რაიონის ხუთი სოფელი გარესამყაროს მოწყდა

მესტიის მუნიციპალიტეტში გატარდა მრავალი ეფექტური ღონისძიება, რამაც ეპიდემიის შეჩერებას შეუწყო ხელი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, 21 აგვისტოდან გაიხსნა.

სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში ერთბაშად კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები 10 აგვისტოდან დაიწყო, გატარდა მრავალი ეფექტური ღონისძიება, რამაც ეპიდემიის შეჩერებას შეუწყო ხელი.

ადგილობრივ მოსახლეობაში ჩატარდა 3 509 ტესტი და კიდევ 1 246 – იმ პირებისთვის, ვინც მუნიციპალიტეტში კარანტინამდე ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

სულ გამოვლინდა 49 დადებითი შედეგი. აქედან 29 ინფიცირებული ადგილობრივი მცხოვრებია, 20 – მათი კონტაქტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ინფიცირებულია 1385 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1128, გარდაიცვალა – 17.

“სპუტნიკი”