ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19 ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს დაუდასტურდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა ქობულეთის კლასტერს არ უკავშირდება​, ინფიცირებული კავშირში იმყოფებოდა ერთ-ერთ პირთან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ თბილისში დაუდასტურდა.

საოჯახო სასტუმროში მყოფი დამსვენებლები და ინფიცირებულის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ასეთი სულ 18 პირია, მათგან 15 საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

ბათუმის კოვიდცენტრში სულ 26 პაციენტი მკურნალობს.

 

“”კურიერი”