ნორვეგიის იუსტიციის მინისტრის ემილი ენგერ მეჰლის განცხადებით, ქვეყანა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთთან საზღვარი დახუროს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ერთადერთ სახმელეთო სასაზღვრო პუნქტში, სტურსკუგში, ამჟამად მიგრანტთა გაზრდილი აქტივობა არ შეინიშნება.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს სიტუაციას და შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს საზღვრის დაუყოვნებლივ დახურვა, საჭიროების შემთხვევაში“, – აღნიშნა მინისტრმა.