ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი 2024 წელს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების უკან პოლიტიკურ მიზანს ხედავს.
„საარჩევნო წელს ცენტრალური გამზირის გადაკეტვა პრობლემის მოგვარების ტიპური საბჭოთა სტილია“, – წერს კრამონი.
მისივე შეფასებით, ამ გადაწყვეტილების უკან დგას ხელისუფლების შიში, რომ როგორმე თავიდან აიცილოს მოსალოდნელი პროტესტი.
ევროპარლამენტის განცხადება უკვე შეფასდა მმართველ გუნდში.
„ვიოლა ფონ კრამონს რატომ ჰგონია, რომ აუცილებლად უნდა ტარდებოდეს ქვეყანაში მასშტაბური აქციები, ამაზე მე რიტორიკულად დავსვამდი კითხვას, მაგრამ იქნებ მედიამ ჰკითხოს, რა აძლევს ამის თქმის საფუძველს? ასევე, მინდა ვუთხრა მის მეკავშირეებს საქართველოში ოპოზიციის სახით, რომ არ შეიძლება, ოპოზიციის დღის წესრიგს მოერგოს მთელი ქვეყნის სამომავლო პოლიტიკა“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ.