2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის 31 აგვისტომდე, მეზობელ ქვეყნებთან საზღვარი უკანონოდ 19 740-მა მამაკაცმა გადაკვეთა. ამის შესახებ BBC News-ი საზღვრის უკანონოდ კვეთის შესახებ რუმინეთის, მოლდოვის, პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის ხელისუფლების მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
კანონდამრღვევთა უმრავლესობამ – 14 313-მა კაცმა საზღვარი ფეხით გადალახა ან მდინარე გადაცურა. 6800-მა ადამიანმა კი ყალბი დოკუმენტები გამოიყენა. კერძოდ, მათში საუბარი იყო არარსებულ დაავადებებზე, რათა მათ ჯარში გაწვევისგან თავი აერიდებინათ.
როგორც BBC წერს, კიდევ 21 113-მა მამაკაცმა უკრაინის დატოვება არალეგალურად სცადა, თუმცა ისინი ადგილობრივმა მთავრობამ დააკავა.