ალექსეი არესტოვიჩი – ყველაზე სამართლიანი უკრაინული მართლმსაჯულება მდგომარეობს იმაში, რომ ჩემს ადვოკატებს ყველა განცხადებასა და სარჩელზე უარი უთხრეს, დემოკრატია შვიდმილიანი ნაბიჯებით მიაბიჯებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ მის ადვოკატებს განცხადებების და სარჩელის რეგისტრაციაზე უარს ეუბნებიან. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მანამდე ერთ-ერთმა უკრაინელმა დეპუტატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო.

„ყველაზე სამართლიანი უკრაინული მართლმსაჯულება მდგომარეობს იმაში, რომ ჩემს ადვოკატებს უარი უთხრეს ყველა განცხადებისა და შეგებებული სარჩელის მიღებაზე. უბრალოდ, არ არეგისტრირებენ. ეს ნიშნავს, რომ ხორციელდება კონტროლი თავად გვარზე. საინტერესოა, ვინ ფლობს ქვეყანაში ასეთ ძალაუფლებას? ჩვენ, რა თქმა უნდა, სასამართლოს გზით წავალთ, თუმცა თავად შემთხვევა ძალიან საჩვენებელია. დემოკრატია შვიდმილიანი ნაბიჯებით მიაბიჯებს. ერთი-ორი. ერთი-ორი“, – წერს არესტოვიჩი.