რუსეთი არ დაუშვებს, რომ ბელარუსიის საქმეებში სხვა სახელმწიფოები ჩაერიონ

პრეზიდენტმა პუტინმა პარასკევს რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან თათბირი გამართა. ამის შესახებ პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

სხდომაზე განიხილებოდა ბელარუსიაში შექმნილი ვითარება.

“პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თათბირის მონაწილეებს მიმდინარე კვირის განმავლობაში განხორციელებულ საერთაშორისო სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირითადად ბელარუსიაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა” – განაცხადა პესკოვმა.

პრეზიდენტის პრესმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვლ. პუტინმა მიუღებლად გამოაცხადა რაიმენაირი გარე ჩარევა ბელარუსიის საშინაო საქმეებში. ვითარება თავად ბელორუსიის ხელისუფლებამ უნდა დაარეგულიროს – მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტი.

ეს ნიშნავს, რომ კრემლი არ მოითმენს ახალ სისხლიან გადატრიალებასა და მის შედეგად მოსულ რეჟიმს თავის უშუალო სამეზობლოში, კერძოდ, ბელარუსიაში.