გენოფონდის წამახალისებელი პროგრამა ბელარუსში

ბელარუსის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს გადავხედე და აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში დემოგრაფიის წახალისების მიზნით, ახალშობილების მისამართით დიდი ყურადღებაა სახელმწიფოს მხრიდან. ახლახან, ცვლილება შევიდა კანონმდებლობაში !

მაშ ასე, მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან დედას რომელსაც პირველი ბავშვი შეეძინება მიიღებს ერთჯერად დახმარებას 3205,31 ლარს ! მეორე და შემდეგი ბავშვის დაბადებისას ოჯახი ღებულობს ერთჯერად სახელმწიფო დახმარებას  4487,43 ლარს ! თუ მშობიარობამდე დედა დროულად დადგა სამედიცინო აღრიცხვაზე, ის იღებს დამატებით 320,53 ლარს ერთჯერადად!

დაბადებიდან 36 თვის მანძილზე, დამატებით ოჯახს ერიცხება 5006,34 ლარი ჯამში !

ტყუპი ბავშვის გაჩენის შემთხვევაში ერთჯერად დახმარებას ემატება  641,06 ლარი !

ინფორმაცია ხელმისაწვდომია https://myfin.by/

 ბექა კვიციანი