„ჰამასის“ მიზანი ისრაელის გენოციდია – მათ სურთ ისრაელი მსოფლიო რუკიდან წაშალონ – ჯონ კირბი

„ჰამასის“ მიზანი ისრაელის გენოციდია“, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ჰამასის“ მიზანი გენოციდია. მათ სურთ ისრაელი მსოფლიო რუკიდან წაშალონ. მათ ამაზე საჯაროდ არაერთხელ ისაუბრეს“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

მან გაიხსენა, რომ „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელს დაემუქრნენ.

„მათ თქვეს, რომ არ გაჩერდებიან. ასე რომ, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, ისევ და ისევ განმეორდება“, – აღნიშნა ჩინოვნიკმა.

ტერორისტებმა დახოცეს და დაასახიჩრეს უდანაშაულო ადამიანები საკუთარ სახლებში, ასევე მუსიკალურ ფესტივალზე. აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს არის „გენოციდული ზრახვები“.

კირბის თქმით, ისრაელი არ ცდილობს პალესტინელი ხალხის განადგურებას ან ღაზას სექტორის წაშლას მსოფლიო რუკიდან.

„ისრაელი ცდილობს დაიცვას თავი ტერორისტული საფრთხისგან“, – დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.