რუსთავის მერმა 2022-2023 წლებში რუსთავში განხორციელებული პროექტების ანგარიში წარადგინა. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, მუნიციპალური სერვისების რეფორმა და რეფორმებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებებით დატვირთული ორი წლის შედეგები ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობას მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად გააცნო.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, 2022-2023 წლებში რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 87 მილიონი ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.