COVID-19-ის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 9-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში 1394 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. განახლებულ მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა გაზრდილია 4-ით და ჯამში მათი საერთო მონაცემი 1132-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში, ამ დროისთვის 6903, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 278 პირი იმყოფება.

ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიას 17 ადამიანი ემსხვერპლა.

 

“რუსთავი2”