საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტო ისრაელს მოუწოდებს, შეუერთდეს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას.
სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ყოველგვარი უაზრო საუბარი საუკეთესო შემთხვევაში მიუღებელია.
„ვფიქრობ, არაერთხელ იყო მოწოდებები ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყნის, მათ შორის ისრაელის მიმართ, შეუერთდნენ ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმებას, გახსნან ყველა მათი ბირთვული ობიექტი ყოვლისმომცველი უსაფრთხოების ინსპექტირებისთვის და ეს ძალიან ნათელია. ვიმეორებ, ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანა უნდა იყოს ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმების მხარე, რომელიც არის ისტორიაში შეიარაღების კონტროლისა და გაუვრცელებლობის ყველაზე წარმატებული ხელშეკრულება“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.