თურქეთის სპეცსამსახურებმა ისრაელის “მოსადს” აჯობეს და მნიშვნელოვანი ჰაკერი გადაარჩინეს – რეალური თრილერი

თურქეთის დაზვერვის ეროვნულმა დირექტორატმა გადაარჩინა Mossad-ის ჰაკერი, რომელმაც 2015-2016 წლებში გატეხა ისრაელის ნაქები საჰაერო თავდაცვის სისტემა, სახელწოდებით „რკინის გუმბათი“. ამის შესახებ თურქული გაზეთი Sabah-ი იტყობინება 22 ნოემბერს.

აღნიშნულია, რომ პირი, რომელმაც სისტემა გატეხა, არის ჰაკერი ომარ ., წარმოშობით ღაზას სექტორიდან, რომელიც 2020 წელს ეგვიპტის გავლით სტამბულში გადავიდა. ისრაელის სადაზვერვო სამსახურებმა კრეატიული მეთოდები გამოიყენეს მასთან ნდობაში შესასვლელად. მიზანი – ომარის გატყუება თურქეთიდან საზღვარგარეთ, მისი შეპყრობა და ისრაელის მიმართულებით გატაცება.

სიუჟეტი ნამდვილი საჯაშუშო ტრილერის სცენარის მიხედვით განვითარდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ისრაელის დაზვერვა და თურქეთის კონტრდაზვერვა, საქმე კი ერთი ადამიანის, ძალიან მნიშვნელოვანის, ბედს ეხებოდა.

გთავაზობთ რიგ დეტალებს, რომელიც თურქულმა გაზეთმა გამოაქვეყნა, მას კი, ინფორმაცია, როგორც ეს ხდება ხოლმე, არაფორმალურად მიაწოდა თურქეთის კონტრდაზვერვამ, ისრაელთან ღაზის გამო გართულებული ურთიერთობების ფონზე.

ომარ ა., რომელიც ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო პროგრამულ დეველოპერად და ჰაკერად, 2020 წლის 3 მარტს სტამბულში გადაბარგდა, სამუშაოდ და საიმედო თავშესაფრის ძიებაში, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს გავლით. ომარი, რომელიც კომპიუტერის პროგრამირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დისტანციურ კურსებს Linkedin-ის აპლიკაციის საშუალებით ატარებდა, თურქეთში ისრაელის დაზვერვის – „მოსადის“ დაჟინებული ინტერესის ობიექტი გახდა. პირველი კონტაქტი Mossad-ის სახელით განხორციელდა აგენტის მიერ, სახელად რაედ ღაზალი, 2021 წლის აპრილში. ღაზალმა, რომელიც ომარს „ვოცაპის“ საშუალებით დაუკავშირდა, მოუთხრო, რომ იყო ფრანგული კომპანია Think Hire-ის ადამიანური რესურსების მენეჯერი და შესთავაზა დასაქმება “აპლიკაციის ასისტენტის” პოზიციაზე. რაედ ღაზალიმ, რომელიც სცადა ომარის დაქირავება კომპანიაში პირისპირ ინტერვიუების ჩატარებით 2021 წლის ივნისსა და აგვისტოში, ომარ ა.-ს საქმე გადააბარა ომარ შალაბის, Mossad-ის კიდევ ერთ თანამშრომელს.

ღაზალის და შალაბის ერთადერთი მიზანი იყო ახალგაზრდა პროგრამისტის ევროპაში შეტყუება და მისი იქ შეპყრობა, რასაც მისი ისრაელში გატაცება მოჰყვებოდა. Mossad-ის ორმა წევრმა გამართა ტელეკონფერენცია ომარ ა. რეიდ ღაზალი, რომელმაც დავალება სხვა აგენტს გადასცა, ცოტა ხნის შემდეგ გაუჩინარდა. ომარ შალაბიმ ადამიანური რესურსების პროგრამით თანამშრომლების დაქირავების, დამატებისა და წაშლის პროგრამის დაწერის სანაცვლოდ 10 ათასი აშშ დოლარი შესთავაზა. პალესტინელმა პროგრამისტმა ომარ ა.-მ სწრაფად გაააქტიურა პროგრამა და ეს თანხა თავის Kuveyt Türk ანგარიშზე ფრანგული კომპანია Think Hire-სგან სამ ნაწილად მიიღო. პირი, ვინც ფული გამოაგზავნა, იყო მოსადის ოფიცერი, რომელიც იყენებდა ჯონ ფოსტერის ყალბ პირადობას.

„მოსადის“ აგენტები, რომლებიც პალესტინელ პროგრამისტს ფულს უგზავნიდნენ, მას მუდმივად ეკითხებოდნენ, ჰქონდა თუ არა პრობლემები თურქეთიდან საზღვარგარეთ გასვლის გამო. შემდგომი პროცესის დროს „მოსადის“ ჯაშუშმა, ზემოთ ნახსენებმა ომარ შალაბიმ ომარ ა.-ს კონკრეტული სამუშაო შეთავაზება გაუკეთა 2022 წლის ივნისში, კიდევ ერთი აგენტის, 44 წლის ნიკოლა რადონიჩის საშუალებით. რადონიჩს მონტენეგროს პასპორტი ჰქონდა და მოსადის ღრმად კონსპირირებული ჯაშუში იყო, რომელიც 2022 წლის 28-31 აგვისტოს სტამბულის სასტუმრო Karakoy-ში პირისპირ შეხვდა ომარ ა.-ს და განუცხადა, რომ თუ ის სტამბულში დარჩებოდა, 5 ათას დოლარს მიიღებდა და ბრაზილიაში მდებარე ხორცის გადამამუშავებელ ქარხანაში პროექტის სპეციალისტად იმუშავებდა დისტანციურად, მაგრამ თუ დათანხმდებოდა ევროპაში გადასვლას, მას 20 ათასი დოლარი დაენიშნებოდა ყოველთვიურ ხელფასად.

ნიკოლა რადონიჩმა სთხოვა ომარ ა.-ს, სასწრაფოდ გაეგზავნა მისთვის პასპორტი და საცხოვრებელი მისამართი. ჯაშუშმა პალესტინელ პროგრამისტს აღუთქვა, რომ მას ჰქონდა კონტაქტები სტამბულის პროვინციის იმიგრაციის ადმინისტრაციაში და ამ გზით იგი მას სტამბულში ბინადრობის ნებართვის მიღებაში დაეხმარებოდა. რადონიჩის მიზანი იყო ომარის სახლის მისამართის მოპოვება სტამბულში. „მოსადმა“ მისამართი არ იცოდა, რადგან ომარ ა. შეხვედრის ადგილებზე მისასვლელად სამ ავტობუსს იცვლიდა კვალის ასარევად და თავისი საცხოვრებელი მისამართის დასამალად.

რადონიჩი დაჟინებით ურჩევდა ომარს საზღვარგარეთ წასვლას, რადგან კომპანიას ის „სჭირდებოდა“. ამ დაჟინებული თხოვნის ფონზე, თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია (MİT) ჩაერია და გააფრთხილა ომარ ა., რომელიც დიდხანს მერყეობდა, რომ შესაძლოა, იგი მოეტაცათ და საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება არ მისცა.

ომარ ა.-მ გადაწყვიტა 2022 წლის სექტემბერში 15 დღით გამგზავრება მალაიზიაში, დასვენების მიზნით. მალაიზიას დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს ისრაელთან. თურქეთის სპეცსამსახურის MİT-ის სტამბულის რეგიონალური დირექტორატის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა (IKK) საზღვარგარეთ გამგზავრებამდე ყველა საჭირო გაფრთხილება მისცა ომარს, რადგან თურქულმა კონტრდაზვერვამ უწყოდა ომარ ა.-სთვის გაკეთებული საეჭვო სამუშაო შეთავაზებების შესახებ. მის ტელეფონზე დაინსტალირდა აპლიკაცია, რომელიც მუდმივად აგზავნის მდებარეობის შესახებ ინფორმაციას სტამბულში, თუნდაც ტელეფონი გამორთული იყოს საგანგებო სიტუაციებში.

როდესაც ომარ ა. მალაიზიაში გაემგზავრა, ჩასაფრებულმა „მოსადმა“ მოქმედება დაიწყო. ისრაელის სპეცსამსახური იყენებდა აგენტების სამ სხვადასხვა უჯრედს. შეიქმნა გუნდი, რომელიც შედგებოდა ადგილობრივი მალაიზიური ადამიანური რესურსისგან.

ორმა ჯგუფმა, მალაიზიელი ქალის მეთაურობით, ომარ ა. ძალით ჩასვა მანქანაში 2022 წლის 28 სექტემბერს ღამით, მალაიზიის დედაქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობის – პეტრონას ტყუპ კოშკებთან ახლოს. ჯგუფმა ომარ ა.-ს ჯვარედინი დაკითხვა მოახდინა სელანგორის რეგიონში, კუალა- ლუმპურის ფედერალური ოლქიდან 50 კილომეტრის დაშორებით.

„მოსადის“ გუნდმა სასტიკად აწამა ომარ ა., რომელსაც 36 საათის განმავლობაში კითხავდნენ თელ-ავივთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით. დაკითხვის ფარგლებში, თელ-ავივიდან ჩართული მოსადის“ აღმასრულებლები ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ, თუ როგორ შეიმუშავა თავისი პროგრამა პალესტინელმა კომპიუტერულმა პროგრამისტმა, რომელმაც რკინის გუმბათის“ დაბრმავება მოახერხა, რა კოდირების ენა გამოიყენა და როგორ შეძლო სისტემის გამორთვა, ასევე Android-ის სისტემის მობილური ტელეფონების გატეხვა, რომლებსაც ისრაელის საჯარო მოხელეები და ჯარისკაცები იყენებდნენ. „მოსადს“ ასევე აინტერესებდა, მონაწილეობდნენ თუ არა სხვა კომპიუტერული ინჟინრები და პროგრამისტები, როგორ შეიქმნა ქსელი, რომელმაც შექმნა ჰაკერული სისტემა და რა ტექნოლოგიას იყენებდა იგი.

“მოსადის” მალაიზიელი აგენტი ქალი, გატაცების ორგანიზატორი

 

როგორც კი თურქულმა MİT-მა შეიტყო გატაცების შესახებ, სასწრაფოდ დაუკავშირდა თავის კოლეგებს მალაიზიაში და განუცხადა, რომ საქმე ძალიან გადაუდებელი იყო. მალაიზია მუსლიმური ქვეყანაა და ისრაელს არ სცნობს, თუმცა მის ტერიტორიაზე „მოსადს“ ფართო საჯაშუშო ქსელი აქვს. ასე მაგალითად, „მოსადის“ აგენტებმა, ორმა მოტოციკლისტმა, 2018 წელს, ასევე ღაზელი ელექტროინჟინერი ფადი მუჰამედ ალბატში დაცხრილეს. ამიტომ, საქმე მართლაც სერიოზული იყო. თურქებმა მალაიზიის სპეცსამსახურებს გატაცებული ომარის ზუსტი კოორდინატები მიაწოდეს. რამდენიმე საათის შემდეგ მალაიზიის სპეციალური ოპერაციების გუნდებმა ეფექტური შტურმი განახორციელეს შენობაზე, სადაც „მოსადის“ ჯგუფი იყო გამაგრებული გატაცებულთან ერთად.

მალაიზიელმა სამართალდამცავებმა ახალგაზრდა პალესტინელი ცოცხალი გადაარჩინეს. კუალა-ლუმპურის მაგისტრატურმა სასამართლომ გამოსცა დაკავების ორდერი 11 ადამიანის მიმართ, რომლებმაც გაიტაცეს და დაკითხეს პალესტინელი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი.

MİT-ის ჩარევის შედეგად გადარჩენილი ომარ ა. თურქეთში გადაიყვანეს. თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი “მოსადის” ჯაშუშები, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობდნენ, დააკავეს.  ომარ ა., რომელიც რჩება MİT-ის კონტროლის ქვეშ მყოფ უსაფრთხო სახლში, აგრძელებს თავის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას, რომლის ოსტატიც არის.

ფოტოზე: “მოსადის” ჯაშუშები – რ. ღაზალი, ნ. რადონიჩი

SON DAKİKA: Demir Kubbe’yi çökertti, Mossad’ı peşine taktı: Gazzeli dahi genci kurtarma operasyonu SON DAKİKA: Demir Kubbe’yi çökertti, Mossad’ı peşine taktı: Gazzeli dahi genci kurtarma operasyonu