ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სამხედროებს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად უმკაცრესი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
“მოგიწოდებთ, მიიღოთ უმკაცრესი ზომები ბელარუსის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად,“- განაცხადა ლუკაშნკომ გროდნოს მახლობლად მდებარე სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე სტუმრობისას.
ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ დასავლური ქვეყნების მიერ ოპოზიციის მხარდაჭერა ბელარუსში არსებულ სიტუაციაში ჩარევას ნიშნავს.
„საუბარია დაფინანსებაზე, გვაიძულებენ ეუთოსთან მოლაპარაკებებს – გასაგებია, თუ რატომ აკეთებენ ისინი ამას. დასავლეთის ქვეყნების მიერ განხორციელებული ქმედებები და მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ბელარუსში არსებულ სიტუაციაში პირდაპირი ჩარევაა,“- აღნიშნა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. მომიტინგეები პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომას და ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
“აიპიენი”