მედიის ცნობით, ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ ძალებს გასული დღის განმავლობაში 4-ჯერ დაესხნენ თავს

ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ ძალებს გასული დღის განმავლობაში 4-ჯერ დაესხნენ თავს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ბაზების წინააღმდეგ რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს.

მსხვერპლის და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამური წინააღმდეგობის“ ძალებმა აიღო.

აშშ-ს და საერთაშორისო ძალებს თავს დაესხნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ორ ადგილას. სარაკეტო და უპილოტო აპარატებით თავდასხმა ასევე განხორციელდა ერაყში, ბაღდადის დასავლეთით, აინ ალ-ასადის საავიაციო ბაზაზე და ერბილის აეროპორტის განლაგებულ ბაზაზე.

თავდასხმები მოხდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა დაბომბა ირანთან დაკავშირებული „კატაებ ჰეზბოლას“ შეიარაღებულ ჯგუფი ბაღდადის სამხრეთით, რასაც დაჯგუფების რვა წევრი ემსხვერპლა.