ჯო ბაიდენის რეიტინგი კვლავ ეცემა – Politico

„პოლიტიკოს“ ცნობით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეიტინგი კვლავ ეცემა.

მედიის ცნობით, ბაიდენი კარგავს ახალგაზრდა ამომრჩეველს.

როგორც გამოცემა წერს, ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის, რომელთა ასაკიც 35-ს არ აღემატება, ჯო ბაიდენის რეიტინგი 42%-ია, როდესაც  აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გამოკითხულთა 46% უჭერს მხარს.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობით უკმაყოფილოთა რიცხვიც იზრდება.

როგორც ნოემბერში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, ბაიდენის მიერ შესრულებული სამუშაოთი ამომრჩეველთა მხოლოდ 35%-ია კმაყოფილი. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი იზრდება და ამ თვეში მის საქმიანობით კმაყოფილთა რიცხვი 47%-ს აღწევს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, საერთო ჯამში, ნოემბერში ჩატარებული 13 გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი, წინა გამოკითხვებთან შედარებით, გაუარესებულია.