სსიპ „ბათუმის ბულვარი” ძლიერი წვიმისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ბულვარის სანაპირო ზოლში გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ.
„ძვირფასო მოქალაქეებო, ბათუმში განვითარებული ძლიერი წვიმისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ბულვარის სანაპირო ზოლში გადაადგილებისაგან. ზღვაზე განვითარდა 8-ბალიანი შტორმი, რის გამოც გადაადგილება საფრთხის შემცველია.
ახალ ბულვარში შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. სსიპ “ბათუმის ბულვარი”-ს და ქ.ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.