სერგეი ლავროვის ეუთო-ს მინისტერიალზე დაშვების გასაპროტესტებლად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტერიალს არ დაესწრება. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად რუსეთის დელეგაციის დასწრება ეუთო-ს მინისტერიალზე გააღრმავებს კრიზისს, რომელშიც ეუთო რუსეთმა შეიყვანა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კიევში აღნიშნავენ, რომ რუსეთი ძირს უთხრის ეუთო-ს, რასაც ამ ორგანიზაციაში მოქმედი კონსენსუსის წესის ბოროტად გამოყენებით ახერხებს.
Წყარო: პირველი არხი