„გისურვებთ, რომ პალესტინის დედაქალაქი იერუსალიმში იყოს“ – პუტინმა პალესტინის ლიდერს მილოცვის წერილი გაუგზავნა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პალესტინის ავტონომიის ლიდერს მაჰმუდ აბასს მილოცვის წერილი გაუგზავნა პალესტინელ ხალხთან სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 29 ნოემბერს აღინიშნება. ამის შესახებ 9tv.co.il იუწყება.

პუტინის თქმით, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების წინაპირობაა 1967 წლის საზღვრებში პალესტინის სახელმწიფოს შექმნაა.

„ახლა, როდესაც სისხლისმღვრელ კონფლიქტს პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უამრავი ტანჯვა მოაქვს, მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთს გააჩნია თანმიმდევრული პოზიცია თქვენი ხალხის კანონიერი უფლებების რეალიზების მხრივ,“ – წერია პუტინის წერილში.

ვლადიმირ პუტინის მიმართვა მოსკოვში, პალესტინის ავტონომიის საელჩოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ბოგდანოვმა წაიკითხა.