„ჰამასის” ცნობით, მათ რუსეთის მოქალაქეობის მქონე 2 პირი „პუტინისადმი ჟესტის ნიშნად” გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ჰამასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ტერორისტული დაჯგუფების თანახმად, ისინი წყვილს, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად ისრაელის მოქალაქეობაც გააჩნია, „წითელ ჯვარს” გადასცემენ.
„ჰამასის” მიერ კიდევ 10 ისრაელელი მძევლის გათავისუფლება დღეს საღამოს არის მოსალოდნელი.